კეტოქსენი 25/4

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, მიორელაქსანტი

ჩვენებები:
  • ოსტეოართრიტი;
  • ხერხემლის სვეტის ტკივილით მიმდინარე სინდრომები, როგორიცაა კისერმრუდობა, ლუმბალგია, დორსალგია;
  • ექსტრაარტიკულური რევმატიზმი
  • კუნთების მტკივნეული სპაზმები;
  •  პოსტტრავმული და პოსტოპერაციული ტკივილის  სიმპტომური მკურნალობა
  • რეაბილიტაციის პერიოდი
  • დისმენორეა
დოზირება

მოზრდილები:

მსუბუქი და საშუალო ინტენსივობის ტკივილი კეტოქსენი25/4 1ტაბ 3ჯერდღეში 5-7 დღე.

      მიიღება 1 ჭიქა წყალთან ერთად (150 მლ) საკვების მიღების შემდეგ.

უკუჩვენებები:

ორსულობა, ლაქტაცია, ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

სპეციალური მითითებები:

თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის მსუბუქი დისფუნქციის მქონე პაციენტებში დექსკეტოპროფენის საწყისი დოზა უნდა შემცირდეს 50 მგ საერთო დღიურ დოზამდე. დექსკეტოპროფენი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმლების ზომიერი და მძიმე დისფუნქციით. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში თიოკოლხიკოზიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი დისფუნქციის მქონე პაციენტებმა უნდა დაიწყონ თერაპია შემცირებული დოზებით (50 მგ დექსკეტოპროფენის მთლიანი სადღეღამისო დოზა) და უნდა იყვნენ საგულდაგულო მეთვალყურეობის ქვეშ. დექსკეტოპროფენი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის მძიმე დისფუნქციით. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში თიოკოლხიკოზიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი.

გაფრთხილება: 

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. რეკომენდებული სადღღამისო დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.

შენახვა:

ინახება ბნელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა:

კეტოქსენი 24/4 #20 ტაბლეტი

მწარმოებელი: ილკო, თურეთი