ვიტანური 30 მლ სპრეი

ვიტანური 30 მლ სპრეი

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებები თითოეულ შესხურებაში(0,130მლ):

პროპოლისის თხევადი ექსტრაქტი  15მგ,

სტანდარტიზებული 12მგ/მლ-ში პოლიფენოლამდე

N-აცეტილცისტეინი 6მგ.

დამატებითი ინგრედიენტები: მალტიტოლი, ქსანთინი, სუკრალოზა, გლიცერინი, პიტნის არომატიზატორი, ქსილიტი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, დეიონიზირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ინფორმაცია პროდუქტის შესახებ

ვიტანური –კომბინირებული სპრეია, რომლიც შეიცავს პროპოლისის თხევად ექსტრაქტს და N-აცეტილცისტეინს. ის განკუთვნილია ყელის მიდამოს სანაციისთვს.

პროპოლისის თხევად ექსტრაქტს გააჩნია ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიმიკოზური თვისებები. პროპოლისი აუმჯობესებს ორგანიზმის დაცვით მექანიზმებს და უზრუნველყოფს მის დაცვას დაავადებებისგან.

N-აცეტილცისტეინი მიიღება ამინომჟავა ცისტეინისგან და გააჩნია მუკოლიზური მოქმედება. N-აცეტილცისტეინი ამცირებს ნახველის წარმოქმნას სასუნთქ გზებში, ათხიერებს წარმოქმნილ ნახველს და ხელს უწყობს მის გამოყოფას.

ჩვენებები:

ვიტანური რეკომენდებულია როგორც დამხმარე საშუალება ადგილობრივი იმუნიტეტის ასამაღლებლად,  პირის ღრუს და ყელის მიდამოს სანაციისთვის, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექიების, სტომატიტის, ფარინგიტის, ლარინგიტის, ანგინის დროს.

დოზირება

ბავშვები 4 წლამდე – 1 შესხურება 2-ჯერ დღეში.

4 წლიდან 14 წლამდე – 1 შესხურება 2-3-ჯერ დღეში.

მოზრდილებში –  2 შესხურება 2-3-ჯერ დღეში.

უკუჩვენებები:

პროდუქტში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

სპეციალური მითითებები:

ვიტანური არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას. იგი არის ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.

ორსულობის და ლაქტაციის დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ ცვლის ბალანსირებულ დიეტას და ჯანმრთელი ცხოვრების წესს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

გაფრთხილება: 

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ ცვლის ბალანსირებულ დიეტას და ჯანმრთელი ცხოვრების წესს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შენახვა:

ინახება ბნელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზეб,მზის სხივების და სითბოს წყაროსგან მოშორებით.

შენახვის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:

სპრეი 30 მლ მინის ფლაკონი.

მწარმოებელი: ილკო, თურეთი