სუმარინი

სუმარინი, სასურსათო დანამატი

შემადგენლობა 30 მლ-ში:

N-აცეტილცისტეინი…………………………,..500მგ

დროზერას ფოთლების ექსტრაქტი………..200მგ

ბეგქონდარა………………………………………..200მგ

ანწლის ნაყოფის ექსტრაქტი…………………60მგ

დამატებითი ინგრედიენტები: სუკრალოზა, გლიცერინი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ფორთოხლის არომატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

N-აცეტილცისტეინი მიიღება ამინომჟავა ცისტეინისგან და გააჩნია ამოსახველებელი მოქმედება. N-აცეტილცისტეინი ამცირებს ნახველის წარმოქმნას სასუნთქ გზებში, ათხიერებს წარმოქმნილ ნახველს და ხელს უწყობს მის გამოყოფას.

დროზერას  შემადგენლობაში შედის ეთერზეთები და ფლავონოიდები,რომელთაც გააჩნია სპაზმოლიზური, ბრონქოლიზური, ამოსახველებელი და მუკოლიზური ეფექტი. იგი გამოიყენება ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს,

ბეგქონდარას გააჩნია სპაზმოლიზური, ხველის საწინააღმდეგო, მუკოლიზური, ანტიმიკრობული ეფექტი.

ანწლის ნაყოფის ექსტრაქტი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით, რომლებიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს ანთებიტ პროცესებს, სტრესს და აუმჯობესებს გულის მუშაობას.

ანწლის ნაყოფის ექსტრაქტი გამოყენება რეკომენდებულია გაციების და გრიპის დროს.

ჩვენებები:
  • ძლიერი ხველა
დოზირება

მიღების ინსტრუქცია და დოზირება:

ბოთლის გახსნისას შეიძლება წარმოიქმნას დამახასიათებელი სუნი და შეიცვალოს ფერი, რაც განპირობებულია N -აცეტილცისტეინის ბუნებრივ სტრუქტურაში  შემავალი  გოგირდით. ეს არ მიუთითებს პროდუქტის ხარისხის გაუარესებას ან ეფექტის შემცირებას.

ბავშვები 12კგ-ის ზევით 5 მლ 2-3-ჯერ დღეში.

მოზრდილები 10 მლ 2-ჯერ დღეში.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტში შემავალ ნებისმიერ ინგრედიენტზე.

სპეციალური მითითებები:

ორსულობის და ლაქტაციის დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ ცვლის ბალანსირებულ დიეტას და ჯანმრთელი ცხოვრების წესს.

გაფრთხილება: 

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. რეკომენდებული სადღღამისო დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.

შენახვა:

ინახება ბნელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ვადა 3 წელი. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:

150 მლ სიროფი მინის ბოთლში და  მუყაოს კოლოფში.

არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას. არის ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.

მწარმოებელი: CONALT ILAC  SAN. TIC. LTD. SRI, თურეთი