მონაზილი
შემადგენლობა: თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს და 10 მგ მონტელუკასტს (10.38 მგ მონტელუკასტის ნატრიუმის ექვივალენტი).
• დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი (ძროხის რძიდან მიღებული), მიკროკრისტალური ცელულოზის ჰიდროქსიპროპილ მეთილცელელოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ყვითელი რკინის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, კროსკარმელოზას ნატრიუმი (E468), ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანტიჰისტამინი, ლეიკოტრიენის ინჰიბიტორი
ჩვენებები:
- ალერგიული რინიტი;
- ბრონქული ასთმა (ალერგიულ რინიტთან თანაარსებობის დროს),
- ქრონიკული ურტიკარია
- ატოპიური დერმატიტი
დოზირება
მოზრდილებისა და 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებისათვის რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი (5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი და 10 მგ მონტელუკასტი).
მონაზილით მკურნალობის ხანგრძლივობას განისაზღვრავს ექიმი ჩივილების, დაავადების ხანგრძლივობისა და ტიპის გათვალისწინებით.
უკუჩვენებები:
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
სპეციალური მითითებები:
თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, დაავადების ხარისხის შესაბამისად, შესაძლებელია უფრო დაბალი დოზების მიღება.
ბავშვებში დოზის კორექცია ხდება სხეულის წონის მიხედვით. დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ.
გვერდითი მოვლენები:
- თავის ტკივილი
- დაღლილობა
- პირის სიმშრალე
- ძილიანობა/ დაბუჟება
- გამოფიტვა
- დიარეა
- გულისრევა
- ღებინება
- ცხელება
- მუცლის ტკივილი
გაფრთხილება:
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
მონაზილის მიღებამ იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწვიოს დაბუჟება, დაღლილობა, ძილიანობა.
შენახვა:
ინახება ბნელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა:
№30 ტაბლეტი
მწარმოებელი: ილკო, თურეთი
